ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება

ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება

ჰაეროქაფოვანი ცეცხლსაქრობი განკუთვნილია დიზელის მასალების ჩასაქრობად, ასევე აალებადი სითხეების (ხანძრის კლასი A და B). საცმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს ჰაერ-მექანიკური ქაფის მიწოდებას საშუალო და დაბალი ჯერით.
ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენების ეფექტურობა მნიშვნელოვნად იზრდება დასამუხტავად ფტორირებული აპკწარმომქმნელი ქაფწარმომქმნელების გამოყენებისას.
ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობის ნაკლს წარმოადგენს სამუშაო სითხის შესაძლო გაყინვა უარყოფითი ტემპერატურისას, მისი საკმაოდ მაღალი კოროზიული აქტივობა, ცეცხლსაქრობების გამოუსადეგარობა ძაბვის ქვეშ მყოფი მოწყობილობის, ძლიერ ცხელი ან დნადობის მქონე ნივთიერებების ჩასაქრობად, რომლებიც მძვინვარედ რეაგირებენ წყალთან.
ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობი არ არის განკუთვნილი იმ ნივთების ხანძრის ჩასაქრობად, რომელთა წვაც შესაძლოა მოხდეს ჰაერის მიღწევადობის გარეშე (ალუმინი, მაგნიუმი და მათი ნაერთები, ნატრიუმი, კალიუმი) და ელექტრომოწყობილობებისთვის, რომლებიც ძაბვის ქვეშ იმყოფებიან
.
ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობის მოქმედების პრინციპი

ჰაეროქაფოვანი ცეცხლსაქრობის მოქმედების პრინციპი ეფუძნება დაწნეხილი გაზის ენერგიის გამოყენებას ცეცხლმქრობი შემადგენლობის ამოსაფრქვევად, რომელიც წარმოიქმნება საცმის დახმარებით ქაფის საშუალო ჯერის წარმოქმნით.

მითითება ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობის საექსპლუატაციოდ.

ცეცხლსაქრობის მოქმედებაში მოყვანის წესები მითითებულია ეტიკეტზე, რომელიც ცეცხლსაქრობის კორპუსზეა განთავსებული. ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობი უნდა განთავსდეს ადვილად მიღწევად და შესამჩნევ ადგილებში. მაგარი აალებული ნივთების ჩაქრობისას (კლასი A) ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობი უნდა იქნას გამოყენებული ქაფისგენერატორის ბადის მოხსნით.
ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობის ტრანსპორტირება დაშვებულია ტრანსპორტის ყველა სახეობით (უარყოფითი ტემპერატურისას მხოლოდ დაუმუხტავი სახით). ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობი ექსპლუატირებულ უნდა იქნას ზომიერის კლიმატის პირობებში +5-დან +50 გრადუს ცელსიუსამდე სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონში.
ხანძრის ჩაქრობისას აუცილებელია:
მივიტანოთ ცეცხლსაქრობი ხანძრის ადგილას, გამოვაძროთ დამცავი ღერძი, მივმართოთ პირით ხანძრის კერისკენ, დავაჭიროთ გამშვებ-ჩამკეტი მოწყობილობის სახელურს.
ცეცხლსაქრობის მუშაობის შემდგომი მართვა ხორციელდება სახელურით ხელების გამშვებ - ჩამკეტ მოწყობილობაზე დაჭერით, ამასთან ცეცხლმქრობი ნივთიერება მოქნილი შლანგის მეშვეობით მიეწოდება ხანძრის კერას.
ცეცხლმქრობი ნივთიერების მიწოდების ხანგრძლივობა 20-60 წამია და დამოკიდებულია ცეცხლსაქრობის მოცულობაზე. ამასთან, ცეცხლმქრობი ნივთიერების ჭავლის მინიმალური სიგრძე 3 მეტრს შეადგენს.
ქრობა განხორციელდეს ქარისქროლვის მიმართულების მხარეს, არანაკლებ 3 მეტრი მანძილიდან. ჩაქრობის დასრულების შემდეგ აუცილებელია დავაჭიროთ სახელურს და გამოვუშვათ დარჩენილი ცეცხლმქრობი სითხე. რის შემდეგაც გავაგზავნოთ ცეცხლსაქრობი გადამუხტვაზე.
იკრძალება:
- დარტყმები ბალონებზე, გამშვებ-ჩამკეტ მოწყობილობებზე და შემაერთებელ მილზე;
- პლომბის გამოძრობა ცეცხლმქრობის გამოყენების გარეშე;
- ცეცხლსაქრობის ექსპლუატაცია გაუმართავი დამცავი კლაპანის სარქველი გარეშე.
დაუშვებელია:
- ჰაერქაფოვანი ცეცხლსაქრობის ექსპლუატაცია ქარხანა დამამზადებელის ან ორგანიზაციისდამცავი ღერძისა და პლომბის გარეშე, რომელიც აწარმოებს გადამუხტვას;
- ცეცხლსაქრობების შენახვა და ექსპლუატაცია იმ ადგილებში, სადაც ტემპერატურა შესაძლოა 50 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდეს და მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. dle
929
    

კომენტარები -
0