ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობი განკუთვნილია სხვადასხვა ნივთერების ხანძრის ჩასაქრობად, რომელთა წვაც არ შეიძლება მოხდეს ჰაერის არარსებობისას, ხანძრები ელექტროფიცირებულ სარკინიგზო და საქალაქო ტრანსპორტზე, ელექტრომოწყობილობებზე, რომლებიც იმყოფებიან ძავბის ქვეშ 10 000 ვ-მდე, თხევადი და გაზისებრ ნივთიერებებზე, ხანძრებზე მუზეუმებში, სასურათო გალერეებში და არქივებში.
ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობი არ არის განკუთვნილი იმ ნივთიერებების ხანძრის ჩასაქრობად, რომელთა წვაც შესაძლოა მოხდეს ჰაერის მიწოდების გარეშე (ალუმინი, მაგნიუმი და მათი ნაერთები, ნატრიუმი, კალციუმი), ქიმიური ნივთერებების და ნარევების, პიროფერული და პოლიმერული მასალების, რომელთაც ახასიათებთ დნობა ნივთიერების მოცულობის შიგნით და წვა ჰაერის მიწოდების გარეშე.

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის მოქმედების პრინციპი

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის მუშაობა დაფუძნებულია ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ამოფრქვევაზე წნევის ზემოქმედებით, რომელიც წარმოიქმნება ცეცხლსაქრობის ავსებისას.
ნახშირბადის დიოქსიდი ბალონში იმყოფება 5.7 მპა (58კგ/სმ კვ.) გარემომცველი ჰაერის 20 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. ბალონში მაქსიმალურმა სამუშაო წნევამ +50 გრადუს ცელსიუსზე არ უნდა გადააჭარბოს 15 მპა (150 კგ/სმ კვ.).
გამშვებ - ჩამკეტი მოწყობილობის გახსნისას, ნახშირორჟანგის ჭავლი სიფონის მილით მიდის მილძაბრისაკენ. ამასთან, ხდება ნახშირბადის დიოქსიდის გადასვლა თხევადი მდგომარეობიდან გაზისებრში მისი მოცულობის ზრდით 400-500-ჯერ, რასაც თან ახლავს მკვეთრი გაციება -72 გრადუს ცელსიუს ტემპერატურამდე და ნაწილობრივ კრისტალიზაციამდე..
ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის მოქმედება ეფუძნება წვის ზონის გაციებაზე და წვადი პარაგაზსაჰაერო ორთქლაირსაჰაერო შუალედის ინერტული (არაწვადი) ნივთიერებით განტვირთვით იმ კონცენტრაციამდე, რომელის დროსაც წვის რეაქციის შეჩერება ხდება.

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის მოქმედებაში მოყვანა

- გამოვაძროთ დამცავი ღერძი ან მოვხსნათ პლომბი;
- მივმართოთ მილძაბრა ხანძრის კერისკენ;
- გამშვებ-ჩამკეტ მოწყობილობაზე დასაჭერის ტიპის დავაჭიროთ ბერკეტს, ვენტილის ტიპის მოწყობილობაზე მოვაბრუნოთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, სანამ არ შეგვეწინააღმდეგება, უარს არ იტყვის, ხოლო ბერკეტის ტიპის მოწყობილობაში ( გამოიყენება გადასატან ცეცხლსაქრობებში) - მოვატორიალოთ ბერკეტი სანამ უარს არ იტყვის 180 გრადუსზე.

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის ექსპლუატაცია

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობი უნდა განთავსდეს ადვილად მისაღწევ და შესამჩნევ ადგილებში, სადაც გამორიცხულია მასზე მზის პირდაპირი სხივების დაცემა და უშუალო ზემოქმედება გამათბობელი მოწყობილობებისა. ექსპლუატაციის და შენახვის ტემპერატურაა -40 გრადუს ცელსიუსიდან +50 გრადუს ცელსიუსამდე.
ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის გადამუხტვა და რემონტი უნდა ჩატარდეს სპეციალიზირებულ ორგანიზაციებში. ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის ბალონმა უნდა გაიაროს კვლავგადამოწმება ცეცხლსაქრობის დამზადებიდან 5 წლის შემდეგ.
ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის გადამუხტვა, მასის კონტროლი აუცილებელია ჩატარდეს არაუიშვიათეს ორ წელიწადში ერთგზის. ბალონის მასის სიდიდე გამშვები თავიანად ამოკვეთილია გამშვები მოწყობილობის კორპუსზე. ცეცხლსაქრობის ჯამური მასა განისაზღვრება მასზე СО2-ის მასის დამატებით, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე ან პასპორტში.

უსაფრთხოების ზომები

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის ჩაკეტილ შენობაში გამოყენების შემდეგ, აუცილებელია შენობა შემოწმდეს. აუცილებელია დავიცვათ სიფრთხილე ჭავლის გამოშვებისას, იმდენად რამდენადაც ტემპერატურა მის ზედაპირზე - 60 - 70 გრადუს ცელსიუსამდე მცირდება.
აკრძალულია:
- მივმართოთ ნახშირორჟანგის ჭავლი მუშაობისას ახლოს მდგომი ხალხის მხარეს;
- ნებისმიერი სარემონტო სამუშაოს შესრულება ცეცხლსაქრობის კორპუსში წნევის არსებობისას.
დაუშვებელია:
- ცეცხლსაქრობის ესპლუატაცია დამცავი ღერძის და პლომბის გარეშე, რომელიც იმ ქარხანა-დამამზადებელს ან ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელიც გადამუხტვას აწარმოებს;
- მილძაბრის მიტანა ელექტრომოწყობილობასთან და ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობის ხანძრის ჩაქრობისას ცეცხლთან 1 მეტრ მანძილზე ახლოს.
ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენების განსაკუთრებულობები.
- მნიშვნელოვანი სითბური დაძაბულობის წარმოქმნის შესაძლებლობა (ჩაქრობის ობიექტის მკვეთრი გაციების შედეგად);
- ცეცხლსაქრობების ეფექტურობის შემცირება გარემომცველი გარემოს უარყოფითი ტემპერატურისას ( დაკავშირებულია ნახშირმჟავის დიოქსიდის ორთქლის წნევის სიდიდის მნიშვნელოვან ცვლილებასთან ტემპერატურის ცვლილების დროს);
- სტატიკური ელექტრობის მუხტის დაგროვება ცეცხლსაქრობის დიფუზორზე (განსაკუთრებით მაშინ თუ დიფუზორი დამზადებულია პოლიმერული მასალებისგან);
- ნახშირმჟავის ორთქლის ტოქსიკური ზემოქმედების საფრთხე ადამიანის ორგანიზმზე ( ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაში, ის იწვევს თავბრუსხვევას და გაგუდვას ცნობიერების დაკარგვით);
- შენობის ჰაერში ჟანგბადის შემცველობის შემცირების საფრთხე ნახშირმჟავის სახის ცეცხლსაქრობის გამოყენების შედეგად (განსაკუთრებით გადასატანის);
- გაყინვის საფრთხე ცეცხლსაქრობის კვანძების ტემპერატურის მკვეთრი დაცემის შედეგად. dle
444
    

კომენტარები -
0