ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობები » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობები

ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობები

ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება
ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობი განკუთვნილია დიზელის მასალების ჩასაქრობად, ასევე აალებადი სითხეების (ხანძრის კლასი A და B). წვერის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საჰაერო-მექანიკური ქაფის მიწოდებას საშუალო და დაბალი ჯერით.
ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენების ეფექტურობა მნიშვნელოვნად იზრდება დასამუხტავად ფტორირებული აპკწარმომქმნელი ქაფწარმომქმნელების გამოყენებისას.
ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობის ნაკლს წარმოადგენს სამუშაო სითხის შესაძლო გაყინვა უარყოფითი ტემპერატურისას, მისი საკმაოდ მაღალი კოროზიული აქტივობა, ცეცხლმქრობების გამოუსადეგარობა ძაბვის ქვეშ მყოფი მოწყობილობის, ძლიერ ცხელი ან დნადობის მქონე ნივთიერებების ჩასაქრობად, რომლებიც მძვინვარედ რეაგირებენ წყალთან.
ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობი არ არის განკუთვნილი იმ ნივთების ხანძრის ჩასაქრობად, რომელთა წვაც შესაძლოა მოხდეს ჰაერის მიღწევადობის გარეშე(ალუმინი, მაგნიუმი და მათი ნაერთები, ნატრიუმი, კალიუმი) და ელექტრომოწყობილობებისთვის, რომლებიც ძაბვის ქვეშ იმყოფებიან.
ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობის მოქმედების პრინციპი
ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობის მოქმედების პრინციპი ეფუძნება დაწნეხილი გაზის ენერგიის გამოყენებას ცეცხლმქრობი შემადგენლობის ამოსაფრქვევად, რომელიც წარმოიქმნება წვერის დახმარებით ქაფის საშუალო ჯერის წარმოქმნით.
მითითება ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობის საექსპლუატაციოდ
ცეცხლსაქრობის მოქმედებაში მოყვანის წესები მითითებულია ეტიკეტზე, რომელიც ცეცხლსაქრობის კორპუსზეა განთავსებული. ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობი უნდა განთავსდეს ადვილად მიღწევად და შესამჩნევ ადგილებში. მაგარი აალებული ნივთების ჩაქრობისას (კლასი A) ჰაერო-ქაფოვანი ცეცხლსაქრობი უნდა იქნას გამოყენებული ქაფისგენერატორის ბადის მოხსნით.
ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობის ტრანსპორტირება დაშვებულია ტრანსპორტის ყველა სახეობით (უარყოფითი ტემპერატურისას მხოლოდ დაუტენავი სახით). ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობი ექსპლუატირებულ უნდა იქნას ზომიერის კლიმატის პირობებში +5-დან +50 გრადუს ცელსიუსამდე სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონში.
ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობის მუშაობის წესრიგი
ხანძრის ჩაქრობისას აუცილებელია: მივიტანოთ ცეცხლსაქრობი ხანძრის ადგილას, ამოვაძროთ დამცავი რგოლი, მივმართოთ პირით ხანძრის კერისკენ, დავაჭიროთ ჩამკეტ - გამშვები მოწყობილობის სახელურს.
ცეცხლმქრობის მუშაობის შემდგომი მართვა ხორციელდება ხელების ჩამკეტ - გამშვები მოწყობილობაზე დაჭერით, ამასთან ცეცხლმქრობი ნივთიერება მოქნილი შლანგის მეშვეობით მიეწოდება ხანძრის კერას.
ცეცხლმქრობი ნივთიერების მიწოდების ხანგრძლივობა 20-60 წამია და დამოკიდებულია ცეცხლმქრობის მოცულობაზე. ამასთან, ცეცხლმქრობი ნივთიერების ჭავლის მინიმალური სიგრძე 3 მეტრს შეადგენს.
ქრობა განხორციელდეს ქარის ქროლვის მიმართულების მხარეს, არანაკლებ 3 მეტრი მანძილიდან. ჩაქრობის დასრულების შემდეგ აუცილებელია დავაჭიროთ სახელურს და გამოვუშვათ დარჩენილი ცეცხლმქრობი სითხე. რის შემდეგაც გავაგზავნოთ ცეცხლმქრობი გადატენვაზე.
უსაფრთხოების ზომები.
ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობის კვლავ დატენვა და რემონტი უნდა წარმოებდეს სპეციალურ ორგანიზაციებში დასატენ სადგურებზე.
არაერთგზის (8-10-ჯერ) ცეცხლქრობის შენჯღრევის გზით.
ჩატარდეს ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობის კორპუსის კვლავ დამოწმება არაუიშვიათეს 5 წელიწადში ერთხელ. მომსახურების ვადის გასვლის შემდეგ ბალონი უნდა დიაგნოსტირდეს с РД 14-001-99-ის შესაბამისად.
იკრძალება:
- დარტყმები ბალონებზე, ჩამკეტ - გამშვებ მოწყობილობებზე და შემაერთებელ მილზე;
- პლომბის ამოძრობა ცეცხლსაქრობის გამოყენების გარეშე;
- ცეცხლსაქრობის ექსპლუატაცია გაუმართავი დამცავი კლაპანის გარეშე.
დაუშვებელია:
- ჰაერ - ქაფოვანი ცეცხლსაქრობის ექსპლუატაცია ქარხანა დამამზადებელის ან ორგანიზაციის დამცავი რგოლისა და პლომბის გარეშე, რომელიც აწარმოებს გადატენვას;
- ცეცხლსაქრობის შენახვა და ექსპლუატაცია იმ ადგილებში, სადაც ტემპერატურა შესაძლოა 50 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდეს და მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.
ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენების განსაკუთრებულობები.
- ყოველწლიური კვლავდატენვის აუცილებლობა;
- ცეცხლმქრობი მასის მაღალი კოროზიული აქტივობა;
-ძლიერ ცხელი ან დნობადი ნივთების ჩაქრობის შეუძლებლობა, ასევე იმ ნივთების, რომლებიც მკვეთრად რეაგირებენ წყალთან.
- მნიშვნელოვანი სითბური დაძაბულობის წარმოქმნის შესაძლებლობა ( ჩაქრობის ობიექტის მკვეთრდ გაციების შედეგად);
- ცეცხლსაქრობის ეფექტურობის შემცირება გარემომცველი გარემოს უარყოფითი ტემპერატურისას ( დაკავშირებულია ნახშირმჟავის დიოქსიდის ორთქლის წნევის სიდიდის მნიშვნელოვან ცვლილებასთან ტემპერატურის ცვლილების დროს);
- სტატიკური ელექტრობის მუხტის დაგროვება ცეცხლმქრობის დიფუზორზე (განსაკუთრებით მაშინ თუ დიფუზორი დამზადებულია პოლიმერული მასალებისგან);
- ნახშირმჟავის ორთქლის ტოქსიკური ზემოქმედების საფრთხე ადამიანის ორგანიზმზე ( ადამაინის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაში, ის იწვევს თავბრუსხვევას და გაგუდვას ცნობიერების დაკარგვით);
- შენობის ჰაერში ჟანგბადის შემცველობის შემცირების საფრთხე ნახშირმჟავის სახის ცეცხლმქრობის გამოყენების შედეგად (განსაკუთრებით გადასატანის);
- გაყინვის საფრთხე ცეცხლმქრობის კვანძების ტემპერატურის მკვეთრი დაცემის შედეგად.

dle
2500
    

კომენტარები -
0