. » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

.

შპს „ფოთის სახანძრო საზოგადოება“ 15 წელზე მეტია უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთოხებას ფოთსა და მისი მიმდებარე ტერიტორიებზე. ამჟამად ჩვენ ვახორციელებთ ყველა სახის ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს. გარანტირებული ხარისხი და მისაღები ფასები - ეს არის მრავალწლიანი თანამშრომლობის წინაპირობა.
თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ ყველა სახის ცეცხლსაქრობები (ნახშირორჟანგოვანი, ფხვნილოვანი და ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობები) სახანძრო სახელოები, სახანძრო ონკანი და სხვა სახანძრო აღჭურვილობა მისაღებ ფასად.
ვახორციელებთ ცეცხლსაქრობების მაღალხარისხიან კვლავ დატენვას, გამართვას და რემონტს, ხის კონსტრუქციების ცეცხლდამცავ ხსნარით დამუშავებას, ხანძრის დროს ევაკუაციის გეგმის მომზადებას. ჩვენი სპეციალისტები ჩაატარებენ თქვენი ცეცხლსაქრობების დატენვას და ტექნიკურ მომსახურებას. დაგროვილი დიდი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ სამუშაოს მაღალი ხარისხი, და არ გადავაჭარბოთ ყველაზე მისაღებ ფასებს ცეცხლსაქრობებისათვის კვლავდატენვისთვის.
უკვე თქვენს ხელთ არსებული ცეცხლსაქრობები ექვემდებარება რეგულარულ კვლავდატენვას და ყოველწლიურ დამოწმებას. ჩვენ გადავჭრით თქვენს პრობლემებს: მოკლე ვადაში და იაფად გადავტენით და გავარემონტებთ თქვენს ცეცხლსაქრობებს და საკუთარი ტრანსპორტით მოგიტანთ უკან ადგილზე.
ჩვენი სპეციალისტები უფასოდ მოგაწვდიან უფრო დეტალურ კონსულტაციას იმის შესახებ, როგორ მოიპოვოთ ცეცხლსაქრობის უფრო ეფექტური საშუალებები და რა რაოდენობითაა ისინი საჭირო თქვენი ოფისისთვის თუ სახლისთვის. dle
932
    

ჩვენ ასევე გირჩევთ

კომენტარები -
0