ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება

ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება


ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება ხანძრის ჩაქრობისას აუცილებელია ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობი მივიტანოთ ხანძრის კერასთან, მოვხსნათ პლომბი, გამოვაძროთ დამცავი ღერძი, მივმართოთ საქშენი ან შლანგ მილძაბრა ხანძრის კერაზე ( დავუმიზნოთ ძირირთადად ცეცხლის საწყისს), დავაჭიროთ გამშვებ - ჩამკეტი მოწყობილობების ზედა სახელურს და დავიწყოთ ხანძრის კერის ჩაქრობა, მივუახლოვდეთ რა მას ქრობის მიხედვით.
ელექტრომოწყობილობების ხანძრის ჩაქრობისას, რომელიც ძაბვის ქვეშ იმყოფება, დაუშვებელია საქშენის, შლანგ-მილძაბრის ან ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის კორპუსის მიტანა ღია დენგამტარ ნაწილებთან ან ცეცხლთან, 1 მეტრ მანძილზე ახლოს.
ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობით შეიძლება ჩავაქროთ იმ ელექტრომოწყობილობების ხანძარი, რომელიც იმყოფება არაუმეტეს 1000 ვ ძაბვის ქვეშ.
შენობებში ხანძრის ჩაქრობისას აუცილებელია გავითვალისწინოთ სტატიკური ელექტრობის განმუხტვის შესაძლებლობა, მაღალი მტვრიანობის ჩამოყალიბება და ხანძრის კერის ხილვადობის შემცირება ფხვნილის ღრუბლის წარმოქმნის შედეგად.
გამოყენების შემდეგ, ფხვნილოვანი ცეცხსაქრობი უნდა გაიგზავნოს გადამუტვაზე, შეიცვალოს რა ის იგივე ტიპის სათადარიგო ცეცხლსაქრობით.
ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობი არ არის გამიზნული ტუტე და შელოჩნაზემელნი ლითონების და სხვა მატერიალების ხანძრების ჩასაქრობად, რომელთა წვაც შესაძლოა ჰაერის მიწოდების გარეშე განხორციელდეს.

ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის ექსპლუატაცია

აუცილებელია ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობი მოთავსდეს ადვილადმიღწევად და შესამჩნევ ადგილებში, სადაც შეუძლებელი იქნება მასზე ნალექების და მზის პირდაპირი სხივების დაცემა.
არაიშვიათეს ერთი ჯერისა 5 (ხუთ) წელიწადში ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის კორპუსმა უნდა გაიაროს კვლავდამოწმება.
ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის გადამუხტვა და ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს სპეციალიზირებული ორგანიზაციების მიერ სპეციალური დამტენი სადგურის გამოყენებით.

უსაფრთხოების ზომები

დავიცვათ ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობი დარტყმების და მექანიკური დაზიანებებისგან.

აკრძალულია:
- მუშაობისას ცეცხლსაქრობის ფხვნილის ჭავლის მიმართვა ახლოს მდგომი ხალხის მხარეს;
- ნებისმიერი სარემონტო სამუშაოს შესრულება ცეცხლსაქრობის კორპუსში წნევის არსებობისას.
არ არის დაშვებული:
- ცეცხლსაქრობზე ტენის მოხვედრა;
- პირდაპირი მოხვედრა მზის სხივების და გადამუხტული ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის გათბობა 50 გრადუს ცელსიუსზე მაღალ ტემპერატურაზე;
- ცეცხლმქრობის შენახვა გათბობის მოწყობილობებთან ახლოს და იმ შენობებში, სადაც ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 50 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბოს;
- ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის ექსპლუატაცია დამცავი ღერძის გარეშე გამშვებ - ჩამკეტი მოწყობილობაზე, რომელიც დაპლომბილია დამმაზადებელი ქარხნის ან იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც ცეცლხსაქრობების გადამუხტვას აწარმოებს.

ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენების თავისებურებანი

- ქრობისას გამაცივებელი ეფექტის არქონა (რამაც შეიძლება მიგვიყვანოს განმეორებით აალებამდე);
- დაცვადი ობიექტის მნიშვნელოვნად დაბინძურება ფხვნილით ( არ არის რეკომენდირებული ელექტრონული მოწყობილობების ჩაქრობა, ასევე კოლექტორული ტიპის ელექტრონული მანქანების ჩაქრობა);
- მაღალი დონის მტვრიანობის წარმოქმნა (მკვეთრად კლებულობს ხილვადობა, განსაკუთრებით არცთუ დიდი ზომის შენობებში);
- შენახვის რეკომედირებული რეჟიმის მკაცრად დაცვის აუცილებლობა (ფლობს რა მაღალ დისპერსიულობას, ცეცხლმქრობი ფხვნილები შენახვისას ავლენენ დნობისკენ მიდრეკილებას, რამაც შესაძლოა ცეცხლმქრობი თვისებების დაკარგვამდე მიგვიყვანოს). dle
1211
    

კომენტარები -
0