ჰიდრანტის სვეტი » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

ჰიდრანტის სვეტი

ჰიდრანტის სვეტის დანიშნულება და მოწყობა


ჰიდრანტის სვეტი ჰიდრანტის სვეტი განკუთვნილია სახანძრო მიწისქვეშა ჰიდრანტის გასახსნელად და დასაკეტად, აგრეთვე სახანძრო სახელოების მისაერთებლად წყალგაყვანილობის ქსელიდან წყლის ასაღებად ხანძრის ჩაქრობის მიზნით.

სახანძრო სვეტი იდგმევა ჰიდრანტის დგარზე ჩახრახნით და ჰიდრანტი იხსნება სპეციალური გასაღებით. სახელოში წყლის გასაშვებად ჰიდრანტი წინასწარ ივსება წყლით, ამისათვის ხდება გასაღების მობრუნება ნახევარ ბრუნზე და წყალი წყალგაყვანილობის ქსელიდან მიედინება ჰიდრანტის სვეტის ღრუში. სვეტის მილყელებზე სახელოების მიერთების შემდეგ იხსნება ონკანები და წყალი სვეტიდან მიედინება სახელოების ხაზში და შემდეგ მიეწოდება სახანძრო ტუმბოს.

ჰიდრანტის სვეტს აქვს ორი გამომავალი (77 მმ) და ერთი შემავალი მილყელი (77 მმ), გამავალ მილყელებზე დამონტაჟებულია მარეგულირებელი ონკანები.





dle
596
    

კომენტარები -
0