სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები

სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები

სახანძრო უსაფრთხოების ნიშნებისახანძრო უსაფრთხოების ნიშნებიმიმართულების მაჩვენებელი ისარი - გამოიყენება მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების სხვა ნიშნებთან, რომლებზეც მინიშნებულია ხანძარსაწინააღმდეგო საშაუალებების ადგილმდებარეობა.



სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები უსაფრთხოების ნიშანი „სახანძრო ონკანი“ - სახანძრო ონკანი არის ხანძარსაწინააღმდეგო კარადაში სახანძრო სახელოებისა და ლულის კომპლექტთან განთავსებული ეფექტური სახანძრო მოწყობილობა, რომელიც მიერთებულია წყალგაყვანილობის შიდა ქსელს და უზრუნველყოფს წყლის მუდმივი ნაკადის მიწოდებას.



სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები უსაფრთხოების ნიშანი „სახანძრო კიბე“ - სახანძრო კიბე გამოიყენება ადამიანების გადარჩენისა და ევაკუაციისათვის, მეხანძრეების სწრაფი რეაგირებისათვის.





სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები ცეცხლსაქრობი - ცეცხლსაქრობი არის ადრეული სტადიის ხანძრის ჩაქრობის ეფექტური საშუალება.






სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის რამოდენიმე საშუალების განთავსების ადგილი






სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები სახანძრო წყალსაცავი - ნიშანი განთავსებულია წყალსაცავებთან ან სახანძრო მანქანებისათვის ხელოვნურად შექმნილ პირსებთან.






სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები სახანძრო მშრალი მილდგარი - ცარიელი მილი, რომელშიც გადაუდებელი აუცილებლობის (მაგალითად, ხანძრის) შემთხვევაში უშვებენ წყლის ნაკადს.





სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები სახანძრო ჰიდრანტი - წყალგამტარი ქსელიდან წყლის მიწოდებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა. ჰიდრანტი მონტაჟდება ჭაში. ჰიდრანტის ნიშანზე მეტრებში გამოხატულია მანძილი ჰიდრანტიდან ნიშნამდე.




სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები სახანძრო ავტომატიკის დანადგარის (სისტემის) ჩამრთველი ღილაკი - ღილაკი მონტაჟება შენობაში. მას მოქმედებაში მოყავს ხანძრის შეტყობინების, ქრობის, ლოკალიზებისა და ბლოკირების, კვამლის გაწოვის ტექნიკური საშუალებები.





სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები სახანძრო განგაშის ხმოვანი მაუწყებელი - ნისანი განთავსებულია ხმოვან შემტყობინებელტან ან სახანძრო ავტომატიკის ჩამრთავ ღილაკთან.





სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები ტელეფონი ხანძრის შემთხვევისათვის - გამოიყენება ხანძრის შეტყობინების შემთხვევაში (არსებობს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან პირდაპირი კავშირის ტელეფონიც). ხანძრის დროს აკრიფეთ 112 dle
2248
    

ჩვენ ასევე გირჩევთ

კომენტარები -
0