ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი

ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი

დანართი №3

ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი

1. ევაკუაციის გეგმა შეიძლება იყოს: სართულის, სექციის, ლოკალური და საერთო.
2. სართულის ევაკუაციის გეგმის შემუშავება ხდება მთლიანად სართულისთვის.
3. სექციის ევაკუაციის გეგმის შედგენა საჭიროა, თუ:
ა) სართულის ფართობი აღემატება 1000 მ2-ს;
ბ) სართულზე რამდენიმე დამოუკიდებელი საევაკუაციო გასასვლელია, რომელიც გამოყოფილია სართულის სხვა ნაწილებისაგან კედლით, ტიხრით;
გ) საევაკუაციო გზები დამაბნეველი ან გრძელია.
4. ერთი შენობა-ნაგებობისთვის შედგენილი სართულების (სექცია) ევაკუაციის გეგმები უნდა იქნეს შეტანილი შენობა-ნაგებობის საერთო ევაკუაციის გეგმაში.
5. საერთო ევაკუაციის გეგმა უნდა ინახებოდეს ობიექტის ადმინისტრაციაში და გადაეცეს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს მოთხოვნისთანავე.
6. ევაკუაციის ლოკალური გეგმები უნდა იქნეს შემუშავებული ცალკეული სათავსებისათვის (სასტუმროები, საერთოსაცხოვრებლების ნომრები, საავადმყო¬ფოების პალატები, სამგზავრო გემების კაიუტები და სხვ.).
7. შენობის, ნაგებობის, სატრანსპორტო საშუალების რეკონსტრუქციის ან კვლავდაგეგმარების სამუშაოების ჩატარებისას ევაკუაციის გეგმაში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილებები.
8. ევაკუაციის გეგმა შედგება გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან.
9. გრაფიკული ნაწილი მოიცავს შენობა-ნაგებობის სართულების (სექციები) გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს:
ა) საევაკუაციო გზები (ძირითადი და სათადარიგო); ძირითადი საევაკუაციო გზები დატანილი უნდა იქნეს უწყვეტი ხაზით, ხოლო სათადარიგო – წყვეტილი ხაზით. ხაზები უნდა შესრულდეს მწვანე ფერით. ევაკუაციის გზებს უნდა ჰქონდეს კიბეებისკენ (კიბის უჯრედებისკენ) მიმართულების მაჩვენებელი ისრები. თუ ორ კიბის უჯრედს აქვს ხანძრის საშიში ფაქტორებისაგან დაცვის თანაბარი მაჩვენებელი, ევაკუაციის ძირითადი გზა უნდა მიემართებოდეს უახლოეს კიბეებამდე. ევაკუაციის მაჩვენებელი ხაზები უნდა იქნეს დატანილი თითოეული სათავსიდან უსაფრთხო ადგილზე გასასვლელებამდე ან უშუალოდ გარეთ;
ბ) საევაკუაციო გასასვლელები;
გ) სამაშველო საშუალებების განთავსების ადგილი;
დ) საავარიო გასასვლელები, დაუკვამლიანებელი კიბის უჯრედები, გარე ღია კიბეები, ლიფტები და ლიფტის ჰოლები, სათავსები (ყველა ფუნქციური დანიშნულების), აივნები, კარების ღიობი (ყველა სათავსიდან და საევაკუაციო გზებზე);
ე) საევაკუაციო გეგმის განთავსების ადგილები (სივრცული ორიენტაციის გაუმჯობესების მიზნით) შესაბამისი (IMO-ს ან ISO-ს სიმბოლოებით) ნიშანით;
ვ) სამაშველო საშუალებების განთავსების ადგილები (აღინიშნება უსაფრთხოების ნიშნებით და IMO-ს ან ISO-ს სიმბოლოებით);
ზ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები (ცეცხლმაქრები, სახანძრო ონკანები, სახანძრო სიგნალიზაცია, ხანძრის ქრობის ავტომატური საშუალებები, სახანძრო ღილაკები, კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის სისტემის ჩართვის ღილაკები), მათი განთავსების ადგილები (აღინიშნება სახანძრო უსაფრთხოების ნიშნებით და IMO-ს ან ISO-ს სიმბოლოებით);
თ) უსაფრთხო ზონა შენობის გარეთ – ევაკუირებულების თავშეყრის ადგილი;
10. ევაკუაციის გეგმაზე დატანილი უსაფრთხოების ნიშნების, IMO-ს ან ISO-ს სიმბოლოების ფერადი გრაფიკული გამოსახულება უნდა შეესაბამებოდეს IMO-ს A 654-ის, A 760-ის, ISO 3864-ის, ISO 7010-ის, ISO 9186-ის, ISO 16069-ის, ISO 17398-ის მოთხოვნებს (ევაკუაციის გზები, მიმართულებები, საევაკუაციო გასასვლელები, თავშეყრის ადგილის მანიშნებელი - მწვანე ფერით, სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები – წითელი ფერით).
11. უსაფრთხოების ნიშნებს და IMO-ს ან ISO-ს სიმბოლოებს შეიძლება დაემატოს ციფრული, ტექსტური ან ციფრულ-ტექსტური აღნიშვნები.
12. უსაფრთხოების ნიშნები და სიმბოლოები ერთ ევაკუაციის გეგმაზე უნდა შესრულდეს ერთიან მასშტაბში.
13. ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების ნიშნების (ტექნიკური მახასიათებლები) დაკონკრეტების საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია პირობითი გრაფიკული აღნიშვნების გამოყენება.
14. ევაკუაციის გეგმის ტექსტურ ნაწილში უნდა იქნეს მოყვანილი და მითითებული: უსაფრთხოების ნიშნების, სიმბოლოების და პირობითი გრაფიკული აღნიშვნების მნიშვნელობა, შენობის და სართულის დასახელება, ტელეფონის ნომრები: სახანძრო-სამაშველო დანაყოფის გამოძახებისათვის; ობიექტის ხელმძღვანელის ან სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გამოძახებისათვის.
15. ევაკუაციის გეგმების ზომების შერჩევა ხდება მისი დანიშნულებიდან, სათავსის ფართობიდან, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების რაოდენობიდან გამომდინარე:
ა) A2 ფორმატზე სართულის და სექციის ევაკუაციის გეგმა;
ბ) A3 ფორმატზე ლოკალური ევაკუაციის გეგმა.
16. ევაკუაციის გეგმებისათვის მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს ფოტოლუმინისცენტური მასალები.
17. წარწერები და გრაფიკული გამოსახულებები (გარდა სახანძრო უსაფრთხოების ნიშნებისა და IMO-ს ან ISO-ს სიმბოლოებისა) უნდა იყოს შავი ფერის, მიუხედავად ფონის შეფერილობისა.
18. ევაკუაციის გეგმები უნდა იყოს გამოკრული საევაკუაციო გასასვლელებთან სათავსებისა და დერეფნების კედლებზე ან კოლონებზე ევაკუაციის გეგმაში მითითებული ადგილის მკაცრად დაცვით.


ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი
dle
3370
    

კომენტარები -
0