ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები

ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები

ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები განკუთვნილია მყარი, თხევადი და აირისებრი ნივთიერებების ხანძარქრობისთვის, აგრეთვე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების, რომელთა ძაბვა არ აღემატება 1 კვ–ს.

ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები> ხელით გადასატანი ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენებისათვის აუცილებელია გადასატანი სახელურის მეშვეობით მიიტანოთ ცეცხლსაქრობი ხანძრის კერასთან, მოხსანათ დამცავი რგოლი, დააჭიროთ ხელი ბერკეტს და ჭავლი მიუშვიროთ ხანძრის კერას, ხოლო მისი შეჩერებისთვის საკმარისია ხელი აუშვათ ბერკეტს. მუშა მდგომარეობაში ცეცხლსაქრობი უნდა გეჭიროთ მკაცრად ვერტიკალურ მდგომარეობაში. დასაშვებია ხანძრის ქრობის პერიოდში ცეცხლსაქრობის მრავალჯერადად გაშვება – შეჩერება.
> აკრძალულია წნევის ქვეშ მყოფი ცეცხლმქრობის დაშლა წნევის შესამცირებლად.
> ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობების შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეს იმას, რომ ფხვნილი არ იყოს გაქვავებული. წნევის შემოწმების დროს ყურადღება უნდა მიექცეს მანომეტრის ისრის მდგომარეობას, რომელიც უნდა იყოს მწვანე ზოლში.
> ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობებით ხანძრის ქრობა აუცილებელია განხორციელდეს ქარის მიმართულების მხრიდან და ხანძრიდან არანაკლებ 3–4 მ-ის მოშორებით.

ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები

ფხვნილოვანი ცეცხლმქრობის მოწყობილობა

> ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობების გადამუხტვა ხდება წელიწადში ერთხელ;
> ცეცხლსაქრობი ნივთიერების მუხტის მასა არ უნდა განსხვავდებოდეს ნომინალური მნიშვნელობისგან ±5%-ზე მეტად, ხოლო კორპუსიდან მუხტის გაჟონვის დონე არ უნდა იყოს მუშა წნევის 10%-ზე მეტი წელიწადში.


ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობების ტექნიკური მახასიათებლები

ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები
dle
682
    

კომენტარები -
0