ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობი » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობი

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობი

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობები გამოიყენება სხვადასხვა ნივთიერებების და მასალების ჩასაქრობად, აგრეთვე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების, კაბელების და სადენების ჩასაქრობად, რომელთა ძაბვა არ აღემატება 10 კვ-ს. (საქარხნო ინსტრუქციების მიხედვით)

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობი> ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების მუხტი იმყოფება მაღალი წნევის ქვეშ (5,7 მპა 20°C გარემო ტემპერატურის დროს), ამიტომ მათი კორპუსები აღჭურვილნი არიან დამცავი მემბრანით (მილძაბრი), ხოლო ნახშირორჟანგით მათი შევსება დასაშვებია 75%-მდე.
> აკრძალულია ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენება დამცავი მემბრანის გარეშე.
> ხელით გადასატანი ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენებისთვის აუცილებელია: მივიტანოთ ცეცხლსაქრობი ხანძრის კერასთან სატრანსპორტო სახელურის მეშვეობით, მივმართოთ მილძაბრი ხანძრის კერისკენ, გამოვაძროთ დამცავი რგოლი და გავხსნათ ჩამკეტ-გამშვები მოწყობილობა.
> ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენების დროს აკრძალულია მილძაბრის დაუცველი ხელით დაჭერა, რადგანაც ნახშირორჟანგის გამოსვლის დროს წარმოიქმნება თოვლისმაგვარი მასა ტემპერატურით - 70°C.
> ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენების დროს გასათვალისწინებელია აგრეთვე ისიც, რომ შენობაში ნახშირორჟანგის დიდი კონცენტრაციის დროს მოსალოდნელია პერსონალის მოწამვლა, ამიტომ ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენების შემდეგ აუცილებელია შენობის განიავება.

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობი

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის მოწყობილობა

> ცეცხლსაქრობი ნივთიერების მუხტის მასა არ უნდა განსხვავდებოდეს ნომინალური მნიშვნელობისგან 5%-ზე მეტად, ხოლო კორპუსიდან მუხტის გაჟონვის დონე არ უნდა იყოს 5%-ზე ან 50 გ-ზე მეტი წელიწადში.
> ძაბვის ქვეშ მყოფ ელექტროდანადგარებზე ხანძრის ქრობისას დაუშვებელია ცეცხლსაქრობის მიტანა ელექტროდანადგართან ცეცხლის ალთან 1 მ-ზე ახლოს.
> ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გადამუხტვა ხდება წელიწადში ერთხელ.


ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების ტექნიკური მახასიათებლები

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობი
dle
740
    

კომენტარები -
0