Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/modules/sitelogin.php on line 110 ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ტერმინები და მათი განმარტებები
> ტექლექსიკონი > ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ტერმინები და მათი განმარტებები

ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ტერმინები და მათი განმარტებები


13-12-2020, 19:44. ავტორი: amuri ავარიული გასასვლელი – გასასვლელი (კარები, ლიუკი), რომელიც გადის საევაკუაციო გზაზე, უშუალოდ გარეთ ან უსაფრთხო ზონაში და გამოიყენება როგორც დამატებითი გასასვლელი ადამიანთა გადასარჩენად. ხანძრის დროს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობებთან საევაკუაციო გზების და გასასვლელების საჭირო რაოდენობისა და ზომების შესაბამისობის შეფასებისას საავარიო გასასვლელები მხედველობაში არ მიიღება.

ობიექტი – ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონება, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ქონება (მათ შორის, ტერიტორია, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, ტექნოლოგიური დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნაკეთობა, სხვა ქონება), რომლისთვისაც დადგენილია ან უნდა დადგინდეს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები.

დროებითი შენობა-ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

ევაკუაცია – ადამიანთა ორგანიზებული დამოუკიდებელი მოძრაობის პროცესი, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების არადამოუკიდებელი გადაადგილება მომსახურე პერსონალის დახმარებით გარეთ ან უსაფრთხო ზონაში იმ სათავსებიდან, რომლებშიც არსებობს მათზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობა.

კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა – ორგანიზაციული ღონისძიებების, მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტების, საინჟინრო სისტემების და ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომელიც გამოიყენება ხანძრის დროს შენობა-ნაგებობების დაკვამლიანების, აგრეთვე ადამიანებსა და მატერიალურ ფასეულობებზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილების ან შეზღუდვის მიზნით.

ნაგებობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული.

საევაკუაციო გასასვლელი – გასასვლელი, რომელიც გადის ევაკუაციის გზაზე, უშუალოდ გარეთ ან უსაფრთხო ზონაში.

საევაკუაციო გზა – ადამიანთა მოძრაობის ან/და გადაადგილების გზა, რომელიც მიემართება უშუალოდ გარეთ ან უსაფრთხო ზონაში და აკმაყოფილებს ხანძრის დროს უსაფრთხო ევაკუაციის მოთხოვნებს.

სახანძრო ნაკვეთური – შენობა-ნაგებობის ხანძარსაწინააღმდეგო კედლებით ან გადახურვებით გამოყოფილი ნაწილი, რომლის ცეცხლმედეგობის ხარისხი უზრუნველყოფს ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილებას მის ფარგლებს გარეთ, ხანძრის მთელ პერიოდში.

საწარმოო ობიექტები – სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და კავშირგაბმულობის დანიშნულების ობიექტები (მათ შორის, სასაწყობო, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები).

უსაფრთხო ზონა – ზონა, რომელშიც ადამიანები დაცული არიან ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან ან რომელშიც არ არსებობს ხანძრის საშიში ფაქტორები.

ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა – ორგანიზაციული ღონისძიებების და ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომელიც გამოიყენება ადამიანებისა და ქონების დასაცავად ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან ან/და ობიექტზე მათი ზემოქმედების შედეგების შეზღუდვის მიზნით.

ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის სისტემები – ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა (მაუწყებლების მართვის ხელსაწყოები, სახანძრო მაუწყებლები), რომლებიც გამოიყენება ხანძრის შესახებ მაუწყებლობისათვის.

ხანძრის კერა – ხანძრის გაჩენის ადგილი. dle
უკან დაბრუნება