გამდენი სახანძრო სახელოები და მათი ექსპლუატაცია » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » გამდენი სახანძრო სახელოები და მათი ექსპლუატაცია

გამდენი სახანძრო სახელოები და მათი ექსპლუატაცია


არსებობს გამდენი სახელოს სხვადასხვა კლასიფიკაცია.
არსებობის ორი სახის გამდენი სახელო: გარეზინებული და გაურეზინებელი.

გამდენი სახელოების ჯგუფები
ჰიდრავლიკური წნევისადმი გამძლეობის მიხედვით

- მაღალი გამძლეობის – 51 და 66 მმ დიამეტრით; ამ ჯგუფის სახელოებს მთელ სიგრძეზე აქვთ სამი ფერადი ზოლი
- გაძლიერებული – 51, 66, 77 და 89 მმ დიამეტრით; ამ ჯგუფის სახელოებს მთელ სიგრძეზე აქვთ ორი ფერადი ზოლი
- ნორმალური – 51, 66, 77 და 150 მმ დიამეტრით; ამ ჯგუფის სახელოებს მთელ სიგრძეზე აქვთ ერთი ფერადი ზოლი, გარდა 150 მმ-სა
- შემსუბუქებელი – 51 მმ დიამეტრით - შემსუბუქებული სელის სახელოები გამოიყენება შიდა სახანძრო ონკანების დასაკომპლექტებლად.


გამდენი სახელოების კლასიფიკაცია

დიამეტრის მიხედვით

- "ა" – 66 მმ და 77 მმ დიამეტრის მქონე სახელოები
- "ბ" – 51 მმ დიამეტრის მქონე სახელოები
- "სპეციალური" – 89 მმ და 150 მმ დიამეტრის მქონე სახელოები


გამდენი სახელოების ექსპლუატაცია


- გამდენი სახელოები ლაგდება ავტომობილის ძარის სპეციალურ ნაკვეთურებში ისე, რომ თავიდან აცილებულ იქნას ძარის სამაგრ დეტალებთან ხახუნი (ჭანჭიკები, შურუპები, კუთხედები და სხვა). სახელოები უნდა ჩალაგდეს გარმონისებურად ან ხვეულად (ერთმაგად ან ორმაგად).

- კოჭებზე დახვეული გამდენი სახელოები იფუთება და ინახება სპეციალური წყალგაუმტარი ქსოვილის შალითით.
- 66, 77, 89 და 150 მმ დიამეტრის მაგისტრალური ხაზის სახელოების ექსპლუატაციის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 5 წელსა და 150 სამუშაო საათს, ხოლო 51 მმ დიამეტრის მუშა სახელო - არანაკლებ 5 წელსა და 120 სამუშაო სთ.

- თუ სახანძრო ავტომობილი დაკომპლექტებულია სხვადასხვა კატეგორიის სახელოებით, სახელოების ხაზის გაშლისას მეტად გამძლე სახელოები გამოიყენება მაგისტრალური და განშტოებული ხაზების საწყის უბნებზე, ხოლო ნაკლებად გამძლე სახელოები - ამ ხაზების ბოლო უბნებზე.

- სახელოების ხაზების გაშლისას ხაზს არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი ნაკეცები. დაუშვებელია ხაზის გაშლა მჭრელ საგნებზე, საწვავ-საპოხი მასალებით ან ქიმიკატებით გაჟღენთილ ზედაპირზე, აგრეთვე ცეცხლმოდებულ საგნებზე.

- სიმაღლეზე თოკით ან სახანძრო კიბით ატანილი სახელოს ხაზი უნდა და-მაგრდეს შენობის კონსტრუქციებზე სახელოს დამჭერებით.

- დაუშვებელია სახელოს ხაზებზე დაშლილი კონსტრუქციის ნაწილების დაყ-რა, აგრეთვე სახელოების სიმაღლიდან გადმოყრა.

- ტუმბოდან წყლის მიწოდებისას ჰიდრავლიკური დარტყმის ზემოქმედებით სახე¬ლოს დაზიანების თავიდან ასაცილებლად ტუმბოს სადაწნეო მილყელების ვენტილები უნდა გაიხსნას თანდათანობით. დაუშვებელია ტუმბოში წნევის მკვეთრი გაზრდა, აგრეთვე ლულის სრული გადაკეტვა სახელოს ხაზების მუშაობისას.

- სახელოს ხაზებში წყლის მიწოდების დროს მეხანძრე–მაშველებმა არ უნდა დაუშვან ხაზების განშტოებებზე ტრანსპორტის გადატარება, გარდა ადგილებისა, სადაც სახელოებს გააჩნიათ დამცავი ხიდურები.

- სახელოები ხანძრის ან სწავლების შემდეგ უნდა გაიწმინდოს, საჭიროების შემთხვევაში გაირეცხოს სპეციალურ მანქანაში, როფებში ან გადარეცხილ მტკიცე საფარის მქონე მოედანზე, კაპრონის ჯაგრისით და გაშრეს მათთვის განკუთვ¬ნილ საშრობებში (კოშკური, კამერისებრი ან თერმორადიაციული).









dle
340
    

კომენტარები -
0