სახანძრო სახელოების დანიშნულება და კლასიფიკაცია » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » სახანძრო სახელოების დანიშნულება და კლასიფიკაცია

სახანძრო სახელოების დანიშნულება და კლასიფიკაცია

სახანძრო სახელოები – შემაერთებელი თავაკებით მოწყობილი სინთეტიკური ქსოვილის ან სპეციალური ხსნარით გაჟღენთილი ბრეზენტის მოქნილი შლანგები, რომლებიც გამოიყენება წყლის ან სხვა ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად ხანძრის კერაში

სახანძრო სახელოები სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების ერთ-ერთი ძირითადი სახეა. სახელოების მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს უშუალოდ სახანძრო–სამაშველო დანაყოფებში.

სახანძრო სახელოების კლასიფიკაცია

დანიშნულების მიხედვით არსებობს ორი ტიპის სახანძრო სახელო: შემწოვი და გამდენი სახანძრო სახელო.

შემწოვი სახანძრო სახელო განკუთვნილია წყლის წყაროდან წყლის ასაღებად სახანძრო ტუმბოს ან მოტოტუმბოს გამოყენებით.

გამდენი სახანძრო სახელო განკუთვნილია ხანძრის კერაში წნევით ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად.

კონსტრუქციული თავისებურებებისა და გამოყენებული მასალების მიხედვით არსებობს სახელოების შემდეგი კლასიფიკაცია:

- გარეზინებული
- ლატექსის
- ორმხრივი პოლიმერული საფარით
- პლასტმასის არმირებული
- ნატურალური ბოჭკოს (სელის, ჯუთის და სხვ.)
- 3,0 მპა წნევაზე გათვალისწინებული სახელოები

გეომეტრიული პარამეტრების მიხედვით არსებობს შემდეგი დიამეტრის სახანძრო სახელოები – 51 მმ, 66 მმ, 77 მმ, 89 მმ, 125 მმ, 150 მმ სახელოების სიგრძე შეადგენს 20±1 მეტრს.

კლიმატიკური მაჩვენებლების მიხედვით სახანძრო სახელოები გათვალის¬წი¬¬ნებულია - 400С-დან + 450С პირობებში სამუშაოდ. dle
454
    

კომენტარები -
0