ცეცხლგამძლე ხსნარით დამუშავება » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » ცეცხლგამძლე ხსნარით დამუშავება

ცეცხლგამძლე ხსნარით დამუშავება

ცეცხლგამძლე ხსნარით დამუშავება




მეტალის კონსტრუქციების ცეცხლგამძლეობა

იმის მიუხედავად, რომ ხისგან განსხვავებით მეტალი არ იწვის, ცეცხლით გამოწვეული მაღალი ტემპერატურისას მეტალის კონსტრუქციები კარგავენ მდგრადობას და ირღვევიან. მეტიც, უფრო მაღალი თბოგამტარობის გამო მეტალის გადახურება ხეზე უფრო სწრაფად ხდება, ამიტომაც მეტალის კონსტრუქციების ცეცხლგამძლეობის უზრუნველსაყოფად ცეცხლგამძლე დამფარავი საშუალებების უფრო მეტი დანახარჯია საჭირო, ვიდრე - ხის კონსტრუქციების შემთხვევაში. ამ თვალსაზრისით შეიძლება იმის მტკიცებაც, რომ ხეს აქვს გაცილებით მაღალი ცეცხლგამძლეობა, ვიდრე მეტალს.
მეტალის კონსტრუქცების ცეცხლგამძლეობის უზრუნველყოფას ახდენენ მათი ბეტონირებით, გალესვით, ცეცხლგამძლე ფენით დაფარვით, აგრეთვე - ფილოვანი მასალების გამოყენებით, როგორებიცაა თაბაშირმუყაო, თაბაშირბოჭკოვანი ფილებით და სხვ.
ცეცხლგამძლე მასალების მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მეტალის კონტრუქციაში ტემპერატურის მიღწევის იმ დროის გაზრდაში, რა დროშიც შეიძლება დადგეს მისი მდგრადობის პრობლემა. ასეთ ტემპერატურად მიიჩნევა 5000 გრადუსი ცელსიუსით. აღნიშნულისა და არსებული ნორმების მიხედვით მეტალის კონსტრუქციების ცეცხლგამძლე შემადგენლობები ხუთ ჯგუფად იყოფიან:
პირველი ჯგუფი: ცეცხლგამძლეობა არა უმცირეს 2.5 საათი;
მეორე ჯგუფი: ცეცხლგამძლეობა არა უმცირეს 2 საათი;
მესამე ჯგუფი: ცეცხლგამძლეობა არა უმცირეს 1 საათი;
მეოთხე ჯგუფი: ცეცხლგამძლეობა არა უმცირეს 45 წუთი;
მეხუთე ჯგუფი: ცეცხლგამძლეობა არა უმცირეს 30 წუთი.

ხისა და ფანერის ცეცხლისგან დაცვა

ხის კონსტრუქციების ხანძრისგან დაცვის ამოცანა წყდება, როგორც წესი, ზედაპირული დამუშავებით ან ცეცხლგამძლე ნივთიერებების ღრმა გაჟღენთვით. სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად ხის კონსტრუქციების ხანძარგამძლეობის შემდეგი სტანდარტები არსებობს: ხანძრისგან დამცავი დამუშავება გარდაქმნის ხის მასალებს ძნელადწვად მასალებად, რაც მიიღწევა პირველი ჯგუფის ცეცხლგამძლე ეფექტურობის ცეცხლგამძლე ნივთიერებების გამოყენებით ან გარდაქმნა ე.წ. ძნელადაალებად მასალებად, რომელიც მიიღწევა მეორე ჯგუფის ცეცხლგამძლე ეფექტურობის ცეცხლგამძლე ნივთიერებების გამოყენებით. ამა თუ იმ ჯგუფის შემადგენლობის გამოყენება რეგულირდება კონკრეტული პირობების განსაზღვრული ნორმებით. სერტიფიცირებული ცეცხლგამძლე შემადგენლობების გამოყენების მეთოდიკა ასე შეიძლება აღიწეროს: საკონტროლო ნიმუშზე დაიტანება ცეცხლგამძლე ნივთიერება და დაყოვნდება ცეცხლის ალში 2 წუთის მანძილზე. ამის შემდეგ ნიმუში აიწონება. თუკი ნიმუშის მასის დანაკარგი 25%-ზე მეტია, მაშინ მასზე დატანილი ნივთიერება ვერ უზრუნველყოფს ხის ცეცხლგამძლეობას. 25%-ზე ნაკლები მასის, მაგრამ არა უმეტეს 9% მასის დაკარგვის შემთხვევაში ცეცხლგამძლე შემადგენლობა მიეკუთვნება ცეცხლგამძლე ეფექტურობის მეორე ჯგუფს, ხოლო მასის არაუმეტეს 9%-ის დაკარგვის შემთხვევაში ცეცხლგამძლე შემადგენლობა მიეკუთვნება ეფექტურობის პირველ ჯგუფს.

ტერმინები და განმარტებები

ცეცხლგამძლე საფარი - ცეცხლგამძლე შემადგენლობის ფენა, რომლითაც იფარება ობიექტის ზედაპირი.
მეტალის სისქე - მეტალის კონსტრუქციის მესერის კვეთის ფართობის დამოკიდებულება მის გახურებად პერიმეტრთან.
ექსპლუატაციის საგარანტიო ვადა - დრო, რომლის დროს გარანტირებულია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი ცეცხლგამძლე საფარველის ეფექტურობა.
ხარისხი - ცეცხლისგან დამცავი სამუშაოების განუხრელი პრიორიტეტები.

ცეცხლგამძლე დამუშავება ხორციელდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. ცეცხლისგან დამცავი დამუშავება სრულდება 1-5 დღის მანძლზე სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით. შესრულებული სამუშაოს ჩაბარება წარმოებს კომისიის თანხლებით.
სამუშაოს დამთავრების ნიშნად გაიცემა შემდეგი დოკუმენტი: შესრულებული სამუშაოს აქტი, ცეცხლგამძლე მასალის სერტიფიკატი.
ხის კონსტრუქციები მუშავდება ხის ზედაპირების ესთეტური მოთხოვნების შესაბამისად, ცეცხლგამძლე ლაქით იფარება ისე, რომ გამოჩნდეს ხის სტრუქტურა ან იჟღინთება ხსნარებით ისე, რომ არ დაირღვეს ხის გარეგნული სახე. ლაქით დაფარვისას აუცილებელია შრობა რამდენიმე საათი. ხსნარებით დამუშავებისას შრობა უნდა გაგრძელდეს ორი დღე-ღამის მანძილზე.
იმ პირებს, ვინც დაინტერესებულია თვითონ შეასრულოს ხანძარდამცავი დაფარვის სამუშაო, ჩვენ ვთავაზობთ ცეცხლგამძლე ნივთიერებების ფართე სპექტრს. მსხვილი პარტიის შეძენის შემთხვევაში არსებობს ფასდაკლება.
ჩვენ ვასრულებთ ცეცხლგამძლე დამუშავების ყველა ტიპს, რეგულაციების შესაბამისად და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებით.
სამუშაოებს აწარმოებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სპეციალური აპარატურის გამოყენებით, რაც აისახება სამუშაოს ხარისხსა და ვადებზე.
კარგად ორგანიზებული სამუშო ციკლი კონკურენტუნარიანს და დროში ეფექტურს გვხდის.
ჩვენ გთავაზობთ თანამშრომლობას, რომელიც მომგებიანი იქნება ბევრი კრიტერიუმის მიხედვით: პროდუქციის ფასები (საღებავები, მინანქარი, ლაქი, გრუნტი) იმ დიაპაზონშია, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნის მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
პროდუქცია სერტიფიცირებულია, თანმხლები დოკუმენტაცია შეესაბამება სტანდარტებს. dle
1631
    

ჩვენ ასევე გირჩევთ

კომენტარები -
0