სად და რა სიმაღლეზე უნდა განთავსდეს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები? » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » სად და რა სიმაღლეზე უნდა განთავსდეს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები?

სად და რა სიმაღლეზე უნდა განთავსდეს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები?


> შენობებში ცეცხლსაქრობები უნდა განთავსდეს დერეფნებსა და გასასვლელებში, ამ შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების განთავსება არ უნდა აბრკოლებდეს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციას. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები უნდა იყოს განთავსებული თვალსაჩინო ადგილებზე იატაკიდან არაუმატეს 1,5მ სიმაღლეზე.

> ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების, არამექანიზებული ინსტრუმენტის და სახანძრო ინვენტარის განსათავსებლად საწარმოო და სასაწყობო სათავსებში აუცილებელია სახანძრო დაფების მოწყობა, რომელთა საჭირო რაოდენობა და სახეობა განისაზღვრება სათავსების, შენობა-ნაგებობების და გარე ტექნოლოგიური დანადგარების აფეთქებახანძარ და ხანძარსაშიშროების კატეგორიების, ერთი სახანძრო სტენდით დასაცავი ზღვრული ფართობისა და ხანძრის კლასის შესაბამისად.

dle
1151
    

კომენტარები -
0