რა მინიშნებები უნდა გააჩნდეს ორგანიზაციებში განთავსებულ თითოეულ ცეცხლსაქრობს? » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » რა მინიშნებები უნდა გააჩნდეს ორგანიზაციებში განთავსებულ თითოეულ ცეცხლსაქრობს?

რა მინიშნებები უნდა გააჩნდეს ორგანიზაციებში განთავსებულ თითოეულ ცეცხლსაქრობს?


> ორგანიზაციებში განთავსებულ თითოეულ ცეცხლსაქრობს უნდა გააჩნდეს რიგითი ნომრის აღმნიშვნელი თეთრი საღებავით შესრულებული წარწერა. თითოეულ ცეცხლსაქრობს უნდა ჰქონდეს დამღა, რომელზეც აღინიშნება ცეცხლსაქრობის ნომერი, მისი მარკა, დატუმბვის ან დაყენების თარიღი, შემდგომი შემოწმების თარიღი.
> საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებში თითოეულ სართულზე უნდა იყოს არანაკლებ ორი ხელის ცეცხლსაქრობი.
> სათავსების (მათ შორის სატელეფონო სადგურების, მუზეუმების, არქივების სათავსების) დასაცავად, სადაც განთავსებულია ელექტრონული მოწყობილობები და ინახება ისტორიული ფასეულობის მქონე ნივთები გამოიყენება ქლადონის და ნახშირორჟანგის ცეცხლსაქრობები, ხანძრის ჩაქრობისას ზემოთ აღნიშული ნივთების და მოწყობილობების ცეცხლმაქრი ნივთიერებებით დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
> ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სტაციონარული დანადგარებით აღჭურვილი სათავსები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხელის ცეცხლსაქრობებით მათი ნორმატიული რაოდენობის 50%-ის გათვალისწინებით.

dle
1018
    

კომენტარები -
0