როგორ ხდება ცეცხლმაქრის ტიპის და საჭირო რაოდენობის დადგენა შესაბამის ორგანიზაციე » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » როგორ ხდება ცეცხლმაქრის ტიპის და საჭირო რაოდენობის დადგენა შესაბამის ორგანიზაციე

როგორ ხდება ცეცხლმაქრის ტიპის და საჭირო რაოდენობის დადგენა შესაბამის ორგანიზაციე


- ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები გამოყენების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად:
- ქაფის;
- წყლის;
- ფხვნილის;
- ნახშირორჟანგის.

- საქართველოს შს მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანების ,,საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ დანართი №3-ის შესაბამისად ხანძრის ჩაქრობის პირველადი სასუალებების სახეობებისა და რაოდენობის განსაზღვრისას უნდა იყოს გათვალისწინებული წვადი ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური და ხანძარსაშიში თვისებები, მათი დამოკიდებულება ცეცხლმაქრ ნივთიერებებთან, აგრეთვე საწარმოო სათავსების, ღია მოედნების და დანადგარების ფართობი.

- ცეცხლსაქრობებით ტექნოლოგიური მოწყობილობების დაკომპლექტება ხორციელდება ამ მოწყობილობებზე ტექნიკური პირობების (პასპორტების) მოთხოვნათა ან სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი წესების თანახმად.

- ცეცხლსაქრობების ტიპის შერჩევა და საჭირო რაოდენობის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს ცეცხლის ჩაქრობის უნარის, ზღვრული ფართობის, წვადი ნივთიერებების და მასალებით გამოწვეული ხანძრის კლასის მიხედვით:

A კლასი - ძირითადად ორგანული წარმოშობის მყარ ნივთიერებათა ხანძრები, რომელთა წვასთან ახლავს ბჟუტვა (მერქანი, ქსოვილი, ქაღალდი);
B კლასი - წვადი სითხეების ან დნობად მყარ ნივთიერებათა ხანძრები;
C კლასი - აირების ხანძრები;
D კლასი - ლითონისა და მათი შენადნობების ხანძრები;
(E)E- ხანძრები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტროდანადგარების წვასთან.

> ცეცხლსაქრობის ტიპის შერჩევას (გადასატანი ან ხელის) განაპირობებს ხანძრის შესაძლო კერების ზომები. მათი საკმაოდ დიდი ზომების შემთხვევაში აუცილებელია გადასატანი ცეცხლსაქრობების გამოყენება.
> შესაბამისი ტემპერატურული ზღვრით ცეცხლსაქრობის შერჩევისას აუცილებელია შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის კლიმატური პირობების გათვალისწინება.
> დასაცავი სათავსებისათვის, სადაც შესაძლებელია ხანძრის კომბინირებული კერების გაჩენა, ცეცხლსაქრობების შერჩევისას უპირატესობა ეძლევა მათ შორის უნივერსალურს.
> ობიექტზე უნდა განისაზღვროს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების აღრიცხვაზე, შენახვასა და მოქმედებისთვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელი პირი. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების არსებობის და მდგომარეობის აღრიცხვა უნდა წარმოებდეს სპეციალურ ჟურნალში. dle
474
    

კომენტარები -
0