ჰაერ - ქაფის ლულა СВПЭ-8 » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

ჰაერ - ქაფის ლულა СВПЭ-8


ჰაერ - ქაფის ლულა СВПЭ-8
ჰაერ - ქაფის ლულა СВПЭ-8 (Ствол воздушно-пенный эжектирующий) – ხელის სახანძრო ლულა, რომელიც გამოიყენება დაბალი და საშუალო ჯერადობის ჰაერ-მექანიკური ქაფის მისაღებად და ხანძრის კერაში მისაწოდებლად.

ქაფწარმომქმნელის წყლის ხსნარის მიწოდების ხერხის მიხედვით არსებობს ლულები ეჟექტორული მოწყობილობით და ეჟექტორული მოწყობილობის გარეშე.

ეჟექტორული მოწყობილობა – უზრუნველყოფს ქაფწარმოქმნელის მიწოდებას, რომელიც წყლის ნაკადთან შერევისას ქმნის ქაფწარმომქნელ წყალხსნარს.

ლულა შედგება ლითიუმის (ალუმინის შენადნობი) კორპუსისაგან, შემაერთებელი თავაკისა და მილისაგან. შემაერთებელ თავაკი მაგრდება ლულის კორპუსის კუთხვილზე.

ჰაერ-ქაფის ლულის მუშაობის პრინციპი: საქაფებლიანი წყლის ხსნარი, რომელსაც დაწნევით აწვდიან ლულას, იფრქვევა ლულის საცმის კონუსში და მასში გავლის შემდეგ ქმნის გაუხშოებას. მილში ჰაერი მიისწრაფის დაწეული წნევის ზონისკენ და შეერევა ხსნარს. რის შედეგად მიიღება ჰაერ-მექანიკური ქაფი. ეჟექტორული მოწყობილობის ჰაერ-მექანიკური ქაფის ლულებს აქვს დამატებითი ნიპელი, რომელიც ჩახრახნილია ლულის კორპუსში. ნიპელზე ჩამოაცმევენ რეზინის შლანგს, რომლითაც ხდება ქაფწარმომქმნელის შეწოვა. სხვა რაიმე კონსტრუქციული განსხვავება ამ ორი ტიპის ლულას შორის არ არის. მუშაობის პრინციპი იგივეა, მაგრამ ქაფწარმომქმნელი წყალხსნარი იქმნება ლულის კორპუსში. ამასთან, წყლის წნევა ლულაში უნდა იყოს არანაკლებ 6 ატმ.

ჰაერ-ქაფის ლულებს იყენებენ ხანძრების ჩაქრობისას საცხოვრებელ და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში, მუზეუმებში, გალერეებში, აეროდრომებზე, ნავთობგადამამუშავებელ, ნავთობქიმიურ, ქიმიურ, გემთსამშენებლო საწარმოებში, საავიაციო მრეწველობაში და სხვა მრავალ ადგილას.

ლულები კონსტრუქციულად მარტივია და ექსპლუატაციისათვის ხელსაყრელი. ლულის კორპუს არანაკლებ წელიწადში ერთხელ გამოცდიან ჰიდრავლიკურად არანაკლებ 9 ატმ წნევაზე 1 წუთის განმავლობაში. dle
2116
    

კომენტარები -
0