Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/modules/sitelogin.php on line 110 ხანძარი ეზოში ?
> ეს უნდა ვიცოდეთ > ხანძარი ეზოში ?

ხანძარი ეზოში ?


19-10-2016, 12:46. ავტორი: amuri ხანძარი  ეზოში ? ნუ დაწვავთ ეზოში ძველ ავეჯს, ნაგავს. თუ მათი ეზოდან გატანა შეუძლებელია, მაშინ დაწვით ისინი სპეციალურად მომზადებულ ადგილას. წინასწარ მოამზადეთ ცეცხლსაქრობი, სილა. გახსოვდეთ, ეს ადგილი უნდა იყოს ცარიელი და ბალახისაგან გაწმენდილი.
ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სასწრაფოდ დარეკეთ სახანძრო სამაშველო სამსახურში, შეატყობინეთ მეზობლებს და ეცადეთ მოახდინოთ ხანძრის ლიკვიდაცია. რათა ცეცხლი არ გადავიდეს შენობებსა და მანქანებზე. მანქანის მეპატრონის არ ყოფნის შემთხვევაში ეცადეთ როგორმე თქვენვე გაიყვანოთ მანქანა ხანძრის ადგილიდან. და თუ გადახურებულია ცივი წყლით უნდა გააგრილოთ იგი, რათა აღმოფხვრათ მისი აფეთქება.
ჩასაქრობად გამოიყენეთ წყლიანი ვედროები, სარწყავი შლანგი, ცეცხლსაქრობი, სილა. მაგრამ გახსოვდეთ , ცეცხლმიკიდებული ნახშირისა სა საწვავის წყლით ჩაქრობა არაეფექტურია. გაიყვანეთ ცეცხლისაგან შორს პატარები. არ დაგავიწყდეთ თვითუსაფრთხოებაც. გაანთავისუფლეთ ეზოს შემოსასვლელი, რათა ადვილად შემოვიდეს სახანზრო მანქანა. თხოვეთ ახლოს მცხოვრებლებს, რომ დახურონ ფანჯრები და მოხსნან სარეცხი აივნებიდან.; dle
უკან დაბრუნება