თუ ცეცხლი მოედო ტანსაცმელს? » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » თუ ცეცხლი მოედო ტანსაცმელს?

თუ ცეცხლი მოედო ტანსაცმელს?

თუ ცეცხლი მოედო ტანსაცმელს?ადამიანზე ტანსაცმლის წვის დროს, თუ ადამიანი ვერტიკალურ მდგომარეობაშია, ცეცხლის ალი ვრცელდება ზემოთ _ სახისკენ, თმისკენ და აზიანებს სუნთქვის ორგანოებს.
თუ ცეცხლი მოედო თქვენს ტანსაცმელს:
- არ გაიქცეთ, ეს მხოლოდ გააძლიერებს ცეცხლს;
- შეეცადეთ სწრაფად გაიხადოთ ცეცხლმოდებული ტანსაცმელი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, დაწექით იატაკზე (მიწაზე) და შეეცადეთ გორვით ჩააქროთ ცეცხლი.
თუ ცეცხლი მოედო სხვა ადამიანის ტანსაცმელს:
- არ მისცეთ გაქცევის საშუალება, ცეცხლის ალი უფრო გაძლიერდება;
- დაეხმარეთ სწრაფად გაიხადოს ცეცხლმოდებული ტანსაცმელი და ტანსაცმელს დაასხით წყალი;
- თუ ეს შეუძლებელია, დააგდეთ დაზარალებული იატაკზე (მიწაზე) და შეეცადეთ ნებისმიერი მეთოდით ჩააქროთ ცეცხლი _ დაასხით წყალი, დააყარეთ მიწა, თოვლი, მჭიდროდ დააფარეთ (შემოახვიეთ) მტკიცე ქსოვილი (ბრეზენტი, საბანი, ქურთუკი). ამასთან დაზარალებულს თავი დაუტოვეთ ღიად წვის პროდუქტებით მოწამვლის თავიდან აცილების მიზნით. dle
1168
    

კომენტარები -
0