ხანძარი ეზოში ? » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

ხანძარი ეზოში ?

ხანძარი  ეზოში ? ნუ დაწვავთ ეზოში ძველ ავეჯს, ნაგავს. თუ მათი ეზოდან გატანა შეუძლებელია, მაშინ დაწვით ისინი სპეციალურად მომზადებულ ადგილას. წინასწარ მოამზადეთ ცეცხლსაქრობი, სილა. გახსოვდეთ, ეს ადგილი უნდა იყოს ცარიელი და ბალახისაგან გაწმენდილი.
ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სასწრაფოდ დარეკეთ სახანძრო სამაშველო სამსახურში, შეატყობინეთ მეზობლებს და ეცადეთ მოახდინოთ ხანძრის ლიკვიდაცია. რათა ცეცხლი არ გადავიდეს შენობებსა და მანქანებზე. მანქანის მეპატრონის არ ყოფნის შემთხვევაში ეცადეთ როგორმე თქვენვე გაიყვანოთ მანქანა ხანძრის ადგილიდან. და თუ გადახურებულია ცივი წყლით უნდა გააგრილოთ იგი, რათა აღმოფხვრათ მისი აფეთქება.
ჩასაქრობად გამოიყენეთ წყლიანი ვედროები, სარწყავი შლანგი, ცეცხლსაქრობი, სილა. მაგრამ გახსოვდეთ , ცეცხლმიკიდებული ნახშირისა სა საწვავის წყლით ჩაქრობა არაეფექტურია. გაიყვანეთ ცეცხლისაგან შორს პატარები. არ დაგავიწყდეთ თვითუსაფრთხოებაც. გაანთავისუფლეთ ეზოს შემოსასვლელი, რათა ადვილად შემოვიდეს სახანზრო მანქანა. თხოვეთ ახლოს მცხოვრებლებს, რომ დახურონ ფანჯრები და მოხსნან სარეცხი აივნებიდან.; dle
894
    

კომენტარები -
0