ხანძარი სახლში? » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

ხანძარი სახლში?

ხანძარი  სახლში? ხანძრის უმრავლესობა ხდება საცხოვრებელ ბინებში და მიზეზიც, პრაქტიკულად, სულ ერთი და იგივეა: დაძველებული კომუნიკაციები. შეუკეთებელი ელეტროგაყვანილობა, მოწევა არასასურველ ადგილას და მეთვალყურეობის გარეშე დატოვებული ელექტრომოწყობილობები.
თუ თქვენ ან თქვენს მეზობელს გაუჩნდა ხანძარი , მთავარია უცებ გამოიძახოთ სახანძრო სამაშველო სამსახური. ტელეფონით 112.
თუ ცეცხლი მოეკიდა ელექტრომოწყობილობებს. ტელევიზორს, პირველ რიგში ეცადეთ მისი გათიშვა დენის წყაროდან. ხოლო შემდეგ ჩააქრეთ ხანძარი.
ყურადღება! წვის დროს ტელევიზორი გამოყოფს სხვადასხვა სახის ტოქსიკურ ნივთიერებებს. ამიტომ ხალხი უნდა გავიყვანოთ შენობიდან. ხოლო ტელევიზორს დააფარეთ სქელი მატერია. თუ ამან არ უშველა. მაშინ უკანა მხრიდან მიასხით წყალი. მაგრამ ამ დროს უნდა იდგეთ გვერდულად, რათა ნებისმიერ დროს შესაძლებელია კინესკოპის გასკდომა. ამასთანავე უნდა შეამოწმეთ დაკეტილია თუ არა ფანჯრები, რათა ჰაერის შემოსვლამ არ გააძლიეროს ცეცხლი. თუ იწვის ელექტროგაყვანილობა. პირველ რიგში დენი უნდა გამორთოთ მთავარი გამომრთველიდან, დამცველიდან და შემდეგ გაომოიძახოთ სახანძრო სამაშველო სამსახური.
თუ ხანძარი წარმოიქმნა ერთ ოთახში, უნდა მიკეტოთ იმ ოთახის კარი და ამოქოლოთ ის სველი ნაჭრებით. რადგანაც ცეცხლი და კვამლი არ გამოვიდეს სხვა ოთახებშიც. კვამლიან სივრცეში უნდა ვიმოძრაოთ ხოხვით ან ხტუნვით.
გავრცელებული აზრი, რომ ცეცხლი უნდა ჩავაქროთ წყლით, ყოველთვის არ არის ეფექტური. უკეთესია ვისარგებლოთ ცეცხლმაქრით, მისი არქონის შემთხვევაში კი სველი ნაჭრებით. სილით და მიწითაც კი (მაგ. ყვავილის ქოთნებიდან).
თუ მიხვდებით, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია საკუთარი ძალებით შეუძლებელია. სასწრაფოთ დატოვეთ იქაურობა და თან წაიღეთ დოკუმენტები, ფული. გადით შემოსასვლელი კარიდან, თუ კარს ცეცხლი უკიდია, მაშინ აივნის მეშვეობით უშველეთ თავს. გააღეთ ფრთხილად აივნის კარი, ისე რომ ჰაერის მასამ არ გაძლიეროს ცეცხლის ალი, გადით აივანზე და კარგად მოხურეთ თქვენს უკან კარი. ეცადეთ აივნის მეშვეობით ჩახვიდეთ ქვედა სართულებზე ან გადახვიდეთ მეზობელ აივანზე. გახსოვდეთ! ძალიან საშიშია დაშვება თოკით, ზეწრით, ან წყლის მილებით. თუ შეუძლებელია თავის დაღწევა, მაშინ იყვირეთ ფანჯრიდან, ითხოვეთ შველა და როცა დარწმუნდებით. რომ თქვენი ყვირილი გაიგეს, დაწექით იატაკზე სადაც ნაკლებია კვამლი, ასე შეიძლება გაძლოთ ნახევარი საათი.
ყველაზე უსაფრთხო ადგილები ცეცხლმოკიდებულ სახლში არის აივანთან ან ფანჯარასტან. აქ მეეხანძრეები გიპოვიან უფრო სწრაფად. თუ თქვენ ხართ მაღალსართულიან შენობაში გამოიყენეთ სახანძრო კიბე. თუ აღმოჩნდით დაკვამლულ სადარბაზოში კედელ-კედელ გადით გასასვლელისაკენ.
ხანძრის დროს დაუშვებელია ლიფტით სარგებლობა. გარეთ გამოსულმა, რაც შეიძლება დიდხანს შეიკავეთ სუნთქვა ან უკეთესია ცხვირ-პირი აიხვიოთ ცხვირასხოცით ან რაიმე ნაჭრით. dle
1197
    

კომენტარები -
0