Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/modules/sitelogin.php on line 110 ცეცხლსაქრობები?
> ცეცხლსაქრობები > ცეცხლსაქრობები?

ცეცხლსაქრობები?


4-09-2016, 09:42. ავტორი: amuri
ცეცხლსაქრობები განკუთვნილია ხანძრის კერების ჩასაქრობად საწყის ეტაპზე, აგრეთვე სათავსოების, შენობა - ნაგებობების და მანქანა – მექანიზმების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისთვის.

> ცეცხლსაქრობები არსებობს ხელით გადასატანი და გამოსაგორებელი. თუ კორპუსის მოცულობა არ აღემატება 10 ლ-ს, მაშინ ისინი მიეკუთვნებიან ხელით გადასატან ცეცხლსაქრობებს.

> ცეცხლსაქრობები განსხვავდებიან კონსტრუქციისა და გამოყენებული ცეცხლსაქრობი ნივთიერების მიხედვით: 1) ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობები 2) ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები და 3)ჰაერ-ქაფოვანი ცეცხლსაქრობები.

> დაუშვებელია ცეცხლსაქრობების განთავსება გამათბობელ და გამაცხელებელ მოწყობილობებთან, აგრეთვე ადგილებში რომლებიც არ არიან დაცული მზის სხივების და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან.

> ცეცხლმქრობების ჩამკეტი არმატურა (ონკანი, სარქველი, სახელური და ა.შ.) დამუხტვის შემდეგ უნდა დაილუქოს, მასთან უნდა მიმაგრდეს ეტიკეტი, რომელზეც ნაჩვენები იქნება დამუხტვის დრო და მისი გამხორციელებელი იურიდიული პირის დასახელება.

> აუცილებელია რეგულარულად დათვალიერდეს ცეცხლსაქრობები, გაიწმინდოს ჭუჭყისგან და მტვრისგან, შემოწმდეს ლუქების და ეტიკეტების არსებობა. ცეცხლსაქრობები დაზიანებული კვანძებით, კორპუსზე ღრმა შეზნექილობებით და კოროზიით უნდა მოიხსნან ექსპლუატაციიდან.

> ხანძარქრობის პრაქტიკული მეცადინეობების დროს რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას ისეთი ცეცხლსაქრობები, რომელთაც უწევს შემდგომი გადამუხტვის პერიოდი.

> დაუშვებელია ექსპლუატაციაში მყოფი ცეცხლსაქრობების 50%-ზე მეტის ერთდროულად გაგზავნა გადასამუხტად.

> ცეცხლსაქრობების ტრანსპორტირების წინ აუცილებელია მათი შეფუთვა ისე, რომ გამოირიცხოს კორპუსის კორპუსზე შეჯახება. dle
უკან დაბრუნება