Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/modules/sitelogin.php on line 110 ისწავლე და ასწავლე
> amuri > ისწავლე და ასწავლე

ისწავლე და ასწავლე


4-10-2016, 08:21. ავტორი: amuri სასწავლო -სააღმზრდელო დაწესებულებაში მომხდარი ხანძრის დროს:

ა) ვაცხადებთ განგაშს - ნებისმიერი ადამიანი (დიდი თუ პატარა) ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია ატეხოს განგაში. თითოეული ადამიანისათვის განგაში ევაკუაციის დაწყების სიგნალია:
ბ) ვიძახებთ სახანძრო-სამაშველო სამსახურს - ხანძრის გაჩენის ან ხანძრის შესახებ თუნდაც ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ვიძახებთ სახანძრო-სამაშველო სამსახურს. პასუხისმგებლობა გამოძახებაზე ეკისრება მოსამსახურე პერსონალლიდან სპეციალურად შერჩეულ პირს, რომელიც ვალდებულია გამოიძახოს მეხანძრე-მაშველები და ამის შესახებ აცნობოს ადმინისტრატორს;
გ) ვიწყებთ ადამიანების ევაკუაციას - განგაშია. აღმზრდელების მეთაურობით ერთ მწკრივად მოწყობილი ბავშვები სათითაოდ გადიან ოთახიდან და გამოზომილი ნაბიჯებით მიემართებიან შეკრების ადგილისაკენ. აღმზრდელები ასრულებენ ბავშვების მწკრივს და კეტავენ ოთახის კარს.
განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ შეკრების ადგილზე ცხადდება სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც მისვლის წუთიდან ექცევა თანამშრომლების თვალთახედვის ცენტრში. ის ღებულობს რაპორტებს აღმზრდელებისაგან ევაკუირებული ბავშვების შესახებ.
იმისათვის რომ ევაკუააცის დროს არ გართულდეს მითითებების მოსმენა, მწკრივში მოძრავ ბავშვებს აღმზრდელებმა უნდა დაუშალონ საუბარი და სიცილი (უნარშეზღუდული და გაუწონასწოებელი ხასიათის ბავშვებისათვის მისაღებია სპეციალური ზომები).
ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მზარეულები, დამლაგებლები და სხვა პერსონალი განგაშის სიგნალის მიღებისთანავე მიემართებიან შეკრების ადგილისკენ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა იძებნება დაკარგული ადამიანი). მეხანძრე - მაშველის ნებართვის გარეშე (სასწავლო ევაკუაციის დროს დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე) არავინ ბრუნდება შენობაში;
დ) ვიკრიბებით უსაფრთო ადგილზე - შეკრების ადგილი წინასწარ დგინდება. ყოველმა ადამიანმა (ან ადამიანების ჯგუფმა). ზუსტად უნდა იცოდეს სად არის შეკრების პუნქტი. სასურველია შეკრების ადგილი იყოს გადახურული. შეკრებისათვის შენობის არსებიობა საუკეთესო ვარიანტია;
ე) სიის მიხედვით ვახორციელებთ ბავშვების გადათვლა - გადამოწმებას - ადამიანების შეკრების შემდეგ, აუცილებელია მათი გადათვლა-გადამოწმება ჟურნალის მიხედვით. თითოეული პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მოახსენოს ხელმძღვანელს ინფორმაცია ჩაბარებული ჯგუფის შეკრებასთან დაკავშირებით. თუ ვინმე აკლია საერთო რაოდენობას, სასწრაფოდ იწყება მისი ძებნა. ძებნის დროს უნდა ინახოს ყველა კუთხე კუნჭული, სადაც შეიძლება დაიმალოს ბავშვი. სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოცხადებისას საბრძოლო ეკიპაჟის ხელმძღვანელს უნდა ეცნობოს ადამიანების ევაკუაციის შედეგები.

ახლადმოსული თანამშრომლების ინსტრუქტაჟი - სასწავლო პროცესის დაწყებამდე ახალ თანამშრომლებს უტარდებად ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი, მათ შორის, სახანძრო ევაკუაციის საკითხებთან დაკავშირებით.

სასწავლო ევაკუაცია - სასურველია სასწავლო ევაკუაცია მოეწყოს ყოველკვარტალურად. სასწავლო ევაკუაციის შესახებ უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი. სასწავლო ევაკუაცია არ უნდა იგეგმებოდეს სტერეოტიპულად, რადგან არ არსებობს ორი ერთნაირი ხანძარი. მართალია, ყოველი მეორე ხანძარი ძალიან წააგავს პირველს, მაგრამ ამავდროულად ის ძალიან ინდივიდუალურია და გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გართულებებით. ამიტომ, სასწავლო ევაკუაციის დროს, შეძლებისდაგვარად, გათვალისწინებული უნდა იყოს სიტუაციის დამძიმების ყველა შესაძლებლობა. მაგალითად, კიბეები დაკვამლიანების გამო ან სხვა მიზეზით შეიძლება გამოუსადეგარი გახდეს ევაკუაციისათვის. ამ სცენარით ჩატარებული სასწავლო ევაკუაციის დროს (როცა კიბეზე ჩასვლა შეუძლებელია) უნდა გამოინახოს ალტერნატიული უსაფრთხო გზები, რომელიც გაიყვანს ადამიანებს სამშვიდობოს. dle
უკან დაბრუნება