Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/modules/sitelogin.php on line 110 ევაკუაციის პროცედურები
> amuri > ევაკუაციის პროცედურები

ევაკუაციის პროცედურები


23-09-2016, 16:38. ავტორი: amuri
• ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აამოქმედეთ შენობაში განთავსებული სახანძრო
სიგნალიზაცია შესაბამისი ღილაკზე დაჭერით ან/და აცნობეთ დაცვისა და უსაფრთხოების
თანამშრომელს. სახანძრო სიგნალიზაციის ასამოქმედებელი ღილაკების განთავსების ადგილები
მითითებულია ევაკუაციის გეგმაზე.
• დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომელი ვალდებულია გააღოს საევაკუაციო გასასვლელი და სახანძრო
სიგანლიზაციის ამოქმედებით გააფრთხილოს შენობაში მყოფნი წარმოშობლი საფრთხის შესახებ;
• ხანძრის შესახებ ხმოვანი სიგნალის შემთხვევაში ყველასათვის სავალდებულოა შენობის
დაუყოვნებლივ დატოვება პანიკის გარეშე;
• აუცილებლად გაეცანით ევაკუაციის მარშრუტს (იხ. ევაკუაციის გეგმა);
• შენობიდან გასულები აუცილებლად უნდა შეგროვდნენ შენობის მიმდებარე ეზოში, რათა დადგინდეს ის
პირები, ვინც შენობაში დარჩნენ, მათ შესახებ აცნობეთ დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების
თანამშრომელს ან საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს;

• ევაკუაციის პროცესი იწყება იმ პირებით, რომელთაც არ სჭირდებათ სხვების დახმარება გარეთ გასასვლელად; ეს გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაშავებას ევაკუაციის დროს;

• ერთი ადამიანი (ადმინისტრაციის თანამშრომელი, ლექტორი) უნდა დარჩეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, რომელიც დაეხმარება მას გასვლაში, მას შემდეგ, რაც სხვები დატოვებენ შენობას, სხვებმა კი მათი ადგილმდებარეობის შესახებ უნდა აცნობონ დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელს და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს;

• ოთახების და აუდიტორიების დატოვებისას, შესაძლებლობის შემთხვევაში დახურეთ ფანჯრები და კარებები, რაც ხელს შეუშლის ცეცხლის გავრცელებას;

• პირადი ნივთები წაიღეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დრო გაძლევთ ამის საშუალებას;

• ევაკუაციის დროს შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სიწყნარე, რათა ყველამ გაიგონოს დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლის მითითებები, რომელიც ხელმძღვანელობს ევაკუაციის პროცესს;

• თუ თქვენი გასასვლელები ჩახერგილია, განთავსდით შედარებით უსაფრთხო ადგილას, ეცადეთ დარეკოთ სხვებთან და აცნობოთ მათ თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, ხოლო შემდეგ დაელოდეთ მაშველებს;

• არ დაბრუნდეთ შენობაში სანამ დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი არ მოგცემთ შესაბამის მითითებას;

• მას შემდეგ, რაც აღმოჩნდებით უსაფრთხო სიტუაციაში, დარეკეთ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ნომერზე 112. dle
უკან დაბრუნება