ამკრძალავი ნიშნები » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

» » ამკრძალავი ნიშნები

ამკრძალავი ნიშნები

უსაფრთხოების ნიშანი „მოწევა აკრძალულია“ - ნიშანი გამოიყენება ხანძარსაშიშ ზონებში. მას შეხვდებით ნაგებობებსა და უბნებზე, სადაც ინახება ადვილადაალებადი სითხეები ან ნაგებობებში სადაც მოწევა აკრძალულია.

აკრძალულია ღია ცეცხლით სარგებლობა - უსაფრთხოების ეს ნიშანი გამოიყენება იმ ადგილებში, სადაც ღია ცეცხლით სარგებლობამ ან მოწევამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს.

გასვლა აკრძალულია - მოცემული ნიშანი მიზანშეწონილია განთავსდეს სახიფათო ზონებში, უბნებში, ნაგებობებში და სხვ.

უსაფრთხოების ნიშანი „წყლით ჩაქრობა აკრძალულია“- გამოიყენება ელექტრომოწყობილობების განთავსების ადგილებში, საწყობებში და სხვა.

წყლის დალევა აკრძალულია - ნიშანი გამოიყენება ტექნიკური წყლის საცავთან. ის მიანიშნებს, რომ ტექნიკური წყალი გამოუსადეგარია დასალევად და საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის.

უცხო პირთა შესვლა აკრძალულია - ნიშანი გამოიყენება იმ ნაგებობების, ობიექტების, უბნების შესასვლელებში, სადაც საშიში ზონებია ან სპეციალური შესასვლელის აღსანიშნავად.

არ მიეკაროთ კორპუსი ძაბვის ქვეშ არის - ნიშანი გამოისახება იმ კორპუსების, ფარების ზედაპირზე, რომლებიც ქმნიან ელექტრო დენით დაზიანების საფრთხეს.

დაუშვებელია მობილური (ფიჭური) ტელეფონის ან პერსონალური რადიო სადგურის (ე.წ. რაციის“) გამოყენება - გამოიყენება იმ ნაგებობების, ობიექტების შესასვლელებთან, სადაც აკრძალულია მობილური ტელეფონებიტა და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით სარგებლობა.

აკრძალულია გასასვლელების ჩახერგვა ან სათავსოდ გამოყენება - ნიშანი გამოიყენება საევაკუაციო გზებისა და გასასვლელებში, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების განთავსების ადგილებთან.

ნიშანი „არ ჩართოთ“ - ნიშანი გამოისახება მართვის პულტებთან და მოწყობილობების, მექანიზმების ჩამრთველებთან, სარემონტო და სხვა სახის სამუშაოების წარმოების დროს.

აკრძალულია ელექტროგამახურებელი ხელსაწყოების გამოყენება.

აკრძალულია საკვების მიღება - ნიშანი გამოიყენება იმ ადგილებში, სადაც მუშაობის დროს იყენებენ ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებებს, აგრეთვე, ადგილებში, სადაც საკვების მიღება აკრძალულია.

აკრძალულია ლიფტით სარგებლობა - ნიშანი გამოიყენება გაუმართავ ლიფტებსა და სხვა ამწევ მექანიზმებზე, აგრეთვე, ხანძრის შემთხვევის დროს, როცა უსაფრთხოების მიზნით უპრიანია შენობის კიბით დატოვება. dle
1313
    

კომენტარები -
0