Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/fss/engine/modules/sitelogin.php on line 110 შემწოვი სახანძრო სახელოები და მათი ექსპლუატაცია
> შს > შემწოვი სახანძრო სახელოები და მათი ექსპლუატაცია

შემწოვი სახანძრო სახელოები და მათი ექსპლუატაცია


15-04-2021, 21:45. ავტორი: amuri შემწოვი სახანძრო სახელო. - განკუთვნილია წყლის წყაროდან წყლის ასაღებად სახანძრო ტუმბოს ან მოტოტუმბოს გამოყენებით

შემწოვი სახანძრო სახელოები და მათი ექსპლუატაცია - არსებობს 2 და 4 მეტრი სიგრძის და 66 მმ, 77 მმ, 125 მმ და 150 მმ დიამეტრის ქარხნული წესით დამზადებული, ლითონის სპირალიანი რეზინ-ქსოვილის შემწოვი სახელოები, რომლებსაც ბოლოებზე აქვთ რბილი სამაჯურები შემაერთებელი თავაკების მისამაგრებლად.

სახანძრო ავტომობილზე და მოტოტუმბოზე შემწოვი სახელოები მაგრდება სპეციალურ ადგილებზე. სახელოების მოხერხებული აღებისა და გაცვეთისაგან დაცვის მიზნით სახანძრო ავტომობილის ღარებსა და სპეციალურ შესანახ ყუთებში უნდა იყოს გათვალისწინებული შუასადებები.

შემწოვი სახელოების ექსპლუატაცია

- შემწოვი სახელოების გაშლისას ყურადღება ექცევა ყველა შეერთებების ჰერმეტულობას; დაუშვებელია სახელოების მკვეთრი გადაკეცვა და უკანა სარქველის ან შემწოვი ბადის ჩამკეტის ასაწევი თოკის გამოყენება სახელოს ასაწევად. შემწოვი სახელოები ირეცხება წყლით ბეწვის ან ბალახის ჯაგრისის მეშვეობით (ლითონის ჯაგრისის გამოყენება დაუშვებელია). ზამთრის პერიოდში სახელოების გაშრობა რეკომენდებულია სახელოების საშრობში. გაშრობის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 500С. ზაფხულის პერიოდში დასაშვებია სახელოების გაშრობა ღია ცის ქვეშ, მხოლოდ ჩრდილში. აკრძალულია სახელოების გაშრობა გათბობის ბატარეებზე, შენობების სახურავებსა და მზეზე. სველი სახელოების შენახვა სახანძრო ავტომობილზე დაუშვებელია, საჭიროა მათი სათადარიგოთი შეცვალა. dle
უკან დაბრუნება