ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობი » ფოთის სახანძრო საზოგადოება
                                რეკლამა

ხანძრის თავიდან აცილება უფრო ადვილია ვიდრე მისი ჩაქრობა.               გახსოვდეთ - ცეცხლი ვერაგია              მოქალაქენო! იყავით ფრთხილად ცეცხლთან

ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობი

ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენება
ხანძრის ჩაქრობისას აუცილებელია ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობი მივიტანოთ ხანძრის კერასთან, მოვხსნათ პლომბი, გამოვაძროთ დამცავი რგოლი, მივმართოთ სოპლო ან შლანგ რასტურბი ხანძრის კერაზე (დავუმიზნოთ ძირითადად კოცონის საწყისს), დავაჭიროთ ჩამკეტ - გამშვები მოწყობილობის ზედა სახელურს და დავიწყოთ ხანძრის კერის ჩაქრობა, მივუახლოვდეთ რა მას ქრობის მიხედვით.
ელექტრო აღჭურვილობის ხანძრის ჩაქრობისას, რომელიც ძაბვის ქვეშ იმყოფება, დაუშვებელია სოპლოს, შლანგ-რასტურბის ან ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის კორპუსის მიტანა ღია დენგამტარ ნაწილებთან ან კოცონთან, 1 მეტრ მანძილზე ახლოს.
ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობით შეიძლება ჩავაქროთ იმ ელექტრო აღჭურვილობის ხანძარი, რომელიც იმყოფება არაუმეტეს 1000 ვ ძაბვის ქვეშ.
შენობებში ხანძრის ჩაქრობისას აუცილებელია გავითვალისწინოთ სტატიკური ელექტრობის განმუხტვის შესაძლებლობა, მაღალი მტვრიანობის ჩამოყალიბება და ხანძრის კერის ხილვადობის შემცირება ფხვნილის ღრუბლის წარმოქმნის შედეგად.
გამოყენების შემდეგ, ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობი უნდა გაიგზავნოს გადატენვაზე, შეიცვალოს რა ის იგივე ტიპის სატადარიგო ცეცხლსაქრობით.
ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობი არ არის გამიზნული შელოჩნი და შელოჩნაზემელნი მეტალების და სხვა მატერიალების ხანძრების ჩასაქრობად, რომელთა წვაც შესაძლოა ჰაერის მიწოდების გარეშე განხორციელდეს.
ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის ექსპლუატაცია
აუცილებელია ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობი მოთავსდეს ადვილადმიღწევად და შესამჩნევ ადგილებში, სადაც შეუძლებელი იქნება მასზე ნალექების და მზის პირდაპირი სხივების დაცემა.
არაიშვიათეს ერთი ჯერისა 5 (ხუთ) წელიწადში ფხვნილის სახის ცეცხლმქრობის კორპუსმა უნდა გაიაროს კვლავდამოწმება.
ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის გადატენვა და ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს სპეციალიზირებული ორგანიზაციების მიერ სპეციალური დამტენი სადგურის გამოყენებით.
უსაფრთხოების ზომები
დავიცვათ ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობი დარტყმებისა და მექანიკური დაზიანებებისგან.
აკრძალულია:
- მუშაობისას ცეცხლსაქრობის საქშენის მიმართვა ახლოსმდგომი ხალხის მხარეს;
- ნებისმიერი სარემონტო სამუშაოს შესრულება ცეცხლსაქრობის კორპუსში წნევის არსებობისას.
არ არის დაშვებული:
- ცეცხლსაქრობზე ტენის მოხვედრა;
- პირდაპირი მოხვედრა მზის სხივების და დატენილი ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის გათბობა 50 გრადუს ცელსიუსზე მაღალ ტემპერატურაზე;
- ცეცხლსაქრობის შენახვა გათბობის მოწყობილობებთან ახლოს და იმ შენობებში, სადაც ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 50 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბოს;
- ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის ექსპლუატაცია დამცავი რგოლის გარეშე ჩამკეტ - გამშვებ მოწყობილობაზე, რომელიც დაპლომბილია დამაზადებელი ქარხნის ან იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც ცეცხლსაქრობის კვლავდატენვას აწარმოებს.
ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობის გამოყენების თავისებურებანი
- ქრობისას გამაცივებელი ეფექტის არქონა (რამაც შეიძლება მიგვიყვანოს განმეორებით აალებამდე);
- დაცვადი ობიექტის მნიშვნელოვნად დაბინძურება ფხვნილით ( არ არის რეკომენდირებული ელექტრონული აღჭურვილობის ჩაქრობა, ასევე კოლექტორული ტიპის ელექტრონული მანქანების ჩაქრობა);
- მაღალი დონის მტვრიანობის წარმოქმნა (მკვეთრად კლებულობს ხილვადობა, განსაკუთრებით არცთუ დიდი ზომის შენობებში);
- შენახვის რეკომედირებული რეჟიმის მკაცრად დაცვის აუცილებლობა (ფლობს რა მაღალ დისპერსიულობას (ნივთიერების ნაწილაკებად დაშლის ხარისხი), ცეცხლსაქრობის ფხვნილები შენახვისას ავლენენ დნობისკენ მიდრეკილებას, რამაც შესაძლოა ცეცხლმქრობი თვისებების დაკარგვამდე მიგვიყვანოს). dle
394
    

კომენტარები -
0